Accessibility links

logo-print

ჩინეთში შაბათს მომხდარ მიწისძვრას ორასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია სეჩუანში მაშველებმა კვირას მოახერხეს ყველაზე მიუწვდომელ დასახლებებამდე მისვლა, რომლებიც შაბათს მომხდარი მიწისძვრით დაზარალდა. მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ორასამდე ადამიანი და 11 ათასამდე დაშავდა. ზოგიერთ რაიონში მეწყერი ჩამოწვა და გზები გადაკეტა. შეფერხებულია წყლით მომარაგება და ელექტროენერგიის მიწოდება, გაწყვეტილია სატელეფონო კავშირი. 2008 წლის მაისში სეჩუანში მომხდარ მიწისძვრას 90 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG