Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის სამთავრობო ძალების შეტევას ემსხვერპლა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე


სირიის აქტივისტების ინფორმაციით, დამასკთან სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ლონდონში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის თანახმად, სულ ცოტა 80 ადამიანია დაღუპული სამთავრობო ძალების ხუთდღიანი შეტევის შედეგად. აქტივისტთა სხვა ჯგუფის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 250-ს აღწევს. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, რომ სამხედროებმა ”დიდი ზიანი მიაყენეს ტერორისტებს” ჯდეიდ ალ-ფადლთან.
XS
SM
MD
LG