Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის მთავრობაში კოსოვოსთან მიღწეულ შეთანხმებაზე იმსჯელებენ


სერბიის მთავრობაში დღეს ევროკავშირის შუამავლობით კოსოვოსა და სერბიას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციაზე მიღწეულ შეთანხმებაზე იმსჯელებენ. შეთანხმების საფუძველზე სერბიის პოლიციას უმეტესად სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოში მოქმედების საშუალება მიეცემა. სამაგიეროდ, სერბიამ უნდა ცნოს კოსოვოს მთავრობის ძალაუფლება. კვირას სერბიის ორმა წამყვანმა პარტიამ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს შეთანხმებას. დოკუმენტის განხილვას მიმდინარე კვირაში საგანგებო სხდომას მიუძღვნის სერბიის პარლამენტი. სერბიის პროგრესის პარტიის ლიდერმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ შეთანხმება, შესაძლოა, სახალხო რეფერენდუმის საგანი გახდეს. ”ასოშიეიტედ პრესის” თანახმად, კვირას კოსოვოს პარლამენტში 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი სერბიასთან შეთანხმებას, 5 დეპუტატი იყო წინააღმდეგი.
XS
SM
MD
LG