Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბანის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაჯდა სამოქალაქო ვერტმფრენი


ავღანეთის აღმოსავლეთში სამოქალაქო ვერტმფრენმა იძულებითი დაშვება განახორციელა თალიბანის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. ვერტმფრენში მყოფი ცხრავე ადამიანი მძევლად არის აყვანილი. რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენელმა ჰამიდულა ჰამიდმა განაცხადა, რომ ვერტმფრენი კვირას, შუადღისას ძლიერი ქარისა და წვიმის გამო დაეშვა ლოგარის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში, პაკისტანთან საზღვრიდან 30 კილომეტრში. ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრებიცა და მგზავრებიც სამოქალაქო პირები არიან. ლოგარის პროვინციის პოლიციის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ ადგილობრივი უხუცესების დახმარებით ცდილობენ გაათავისუფლონ მძევლები, რომელთა შორისაც თურქეთის მოქალაქე ინჟინრები არიან. ვერტმფრენის მფლობელია კომპანია ”ხორასანი”. ქაბულში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებმა მედიას განუცხადეს, რომ არაფერი იციან ინციდენტის შესახებ.
XS
SM
MD
LG