Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი აცხადებს, რომ შვეულმფრენის ეკიპაჟი მძევლად ჰყავს აყვანილი


სამოქალაქო შვეულმფრენის ეკიპაჟი მძევლად თალიბანის მებრძოლებს ჰყავთ აყვანილი, ამის თაობაზე ინფორმაცია რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში თალიბანის წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰედმა დაადასტურა. ავღანეთის აღმოსავლეთში სამოქალაქო ვერტმფრენმა იძულებითი დაშვება კვირას განახორციელა თალიბანის მიერ კონტროლირებულ ლოგარის პროვინციაში. შუადღისას ძლიერი ქარისა და წვიმის გამო ავარიული დაშვება ლოგარის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში, პაკისტანთან საზღვრიდან 30 კილომეტრში განხორციელდა. ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრებიცა და მგზავრებიც სამოქალაქო პირები არიან. ლოგარის პროვინციის პოლიციის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ ადგილობრივი უხუცესების დახმარებით ცდილობენ გაათავისუფლონ მძევლები, რომელთა შორისაც თურქეთის მოქალაქე ინჟინრები არიან. ვერტმფრენის მფლობელია კომპანია ”ხორასანი”.
XS
SM
MD
LG