Accessibility links

logo-print

პროკურატურა ლებედევისათვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს


რუსეთის პროკურატურის წარმომადგენელმა ცნობილი სამოქალაქო აქტივისტის კონსტანტინ ლებედევის მიმართ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ცნობილი რუსი სამოქალაქო აქტივისტის კონსტანტინ ლებედევის სასამართლო პროცესი იწყება მოსკოვის სასამართლოში ორშაბათს დაიწყო. წინასწარი გამოძიების თანახმად კონსტანტინ ლებედევს „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერ სერეგეი უდალცოვთან, სამოქალაქო აქტივისტ ლეონიდ რაზვოზჟაევთან და საქართველოს პარლამენტის წევრ გივი თარგამაძესთან ერთად 2012 წლის მაისში მოსკოვის „ბალოტნაიას მოედანზე“ მომხდარი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ედებათ ბრალი. გასულ ოქტომბერში კრემლთან დაახლოებულმა რუსულმა ტელეარხმა აჩვენა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამტკიცებს, რომ მოსკოვში არეულობების დაგეგმვის მიზნით გივი თარგამაძე კონსპირაციულად შეხვდა სერგეი უდალცოვს. მოგვიანებით რუსეთის პოლიციამ ლებედევი, უდალცოვი და რაზვოზჟაევი დააპატიმრა. გივი თარგამაძეზე კი საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG