Accessibility links

logo-print

22 აპრილიდან პრაღაში „თბილისის დღეები“ იწყება


პრაღაში ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტით გაიხსნება „თბილისის დღეები“, რომლის დროსაც ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში რამდენიმე კულტური ღონისძიების ჩატარება იგეგმება. პრაღის მერია ძველი თბილსის რეაბილიტაციის ამსახველ გამოფენას უმასპინძლებს, ხოლო ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე ორ კონცერტს გამართავს ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. 23 აპრილს კი თეატრ „მინორში“ წარმოდგენილი იქნება „თითების თეატრის“ ორი სპექტაკლი. პრაღაში „თბილისის დღეებს“ დაესწრება თბილისის მერი გიგი უგულავა. შარშან, 2012 წლის ნოემბერში თბილისში პრაღის კულტურის დღეები გაიმართა.
XS
SM
MD
LG