Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სერგეენკო კობა დავითაშვილისგან მოითხოვს ბრალდების დამტკიცებას, ან ბოდიშის მოხდას


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარლამენტის წევრ კობა დავითაშვილისგან ბრალდების დამტკიცებას, ან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. გაზეთ "ქრონიკასთან” ინტერვიუში დავითაშვილმა სერგეენკო დაადანაშაულა სადაზღვევო კომპანიების ლობირებასა და ჯანდაცვის რეფორმის არარსებობაში. ”კობა დავითაშვილი ბრალს მდებს უმძიმესს დანაშაულში, კორუფციაში და ეს ბრალდება უნდა დაამტკიცოს, ან ბოდიში საჯაროდ მოიხადოს", - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისი ინფორმაციით, დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაზე კომპანიების გადასვლის გამო შესაბამის საპარლამენტო კომიტეტს წარედგინა გარდამავალი ეტაპის სამოქმედო გეგმის სამი ვარიანტი და მათგან ერთი შეირჩა. მინისტრის განცხადებით, სამუშაო პროცესში ჩართული იყო კობა დავითაშვილიც, თუმცა მან ღია ეთერით დაიწყო აპელირება, რის გამოც სამუშაო პროცესს ჩამოაშორა. დავით სერგეენკო ვარაუდობს, რომ კობა დავითაშვილის ბრალდებების მიზეზი ის არის, რომ პროექტი ბოლომდე წაკითხული არ აქვს. თავის მხრივ, დავითაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ სერგეენკოსთვის ბოდიში მოხდას არ აპირებს და მინისტრმა სადაზღვევო კომპანიების შესახებ კონკრეტულ შეკითხვებს უნდა უპასუხოს.
XS
SM
MD
LG