Accessibility links

logo-print

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისიო სააგენტო შეშფოთებულია ფუკუსიმის უსაფრთხოებით


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ ორშაბათს მოუწოდა იაპონიის დაზიანებული ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურის ოპერატორ კომპანიას, გააფართოვოს ძალისხმევა „სასიცოცხლო მნიშვნელობის“ სისტემის გასაძლიერებლად და გარემოს დასაცავად. ეს განცხადება მოჰყვა სააგენტოს ინსპექტორების მიერ ელექტროსადგურზე ჩატარებულ შემოწმებას, რომლის ანგარიშის პროექტი იაპონიის ხელისუფლებას გადაეცა. კერძოდ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიაჩნია, რომ უნდა დაჩქარდეს ატომური ელექტროსადგურის ჩამოწერის სამუშაოები და გაუმჯობესდეს რადიაციული ფონის განმუხტვასთან დაკავშირებული „მენეჯმენტის საკითხები“. განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ფუკუსიმის ოპერატორმა განაცხადა, რომ გამაგრილებელი სისტემა გამოირთო მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვან აღჭურვილობასთან მკვდარი ვირთხები აღმოჩნდა. ეს უკვე გამაგრილებელი სისტემის მესამე გამორთვაა ხუთი კვირის განმავლობაში. 2011 წლის მარტის უძლიერესი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურზე მოხდა სერიოზული ავარია და რადიაციის გაჟონვა, რაც 10 ათასჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმებს.
XS
SM
MD
LG