Accessibility links

logo-print

ევროკომისია მხარს უჭერს სერბიის კავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას


ევროკავშირი გამოვიდა რეკომენდაციით, რათა სერბიის გაწვერიანების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის თაობაზე ევროკომისიამ, 27 წევრისაგან შემდგარმა კავშირი მმართველმა საბჭომ ორშაბათს პროგრესის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ განაცხადა. ანგარიშში ნათქვამია, რომ „ბელგრადმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და საგრძნობ წინსვლას მიაღია კოსოვოსთან ურთიერთობის მიმართულებით“. ორშაბათს სერბიის მთავრობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის შუამავლობით შედგენილ შეთანხმებას, რომელიც კოსოვოსა და სერბიას შორის ვითარების მოწესრიგებას ისახავს მიზნად. შეთანხმება უფლებას აძლევს კოსოვოში მცხოვრებ ეთნიკურ სერბებს მართონ და წესრიგი დაამყარონ ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც სერბები უმრავლესობას წარმოადგენენ. თავის მხრივ, სერბები აღიარებენ კოსოვოს ცენტრალურ ხელისუფლების უფლებამოსილებას.
XS
SM
MD
LG