Accessibility links

logo-print

იტალიაში გაიმართა პრეზიდენტის უპრეცედენტო, მეორე ვადით ინაუგურაცია


იტალიაში გაიმართა პრეზიდენტის უპრეცედენტო, მეორე ვადით ინაუგურაცია - ჯორჯ ნაპოლიტანომ, რომელიც 87 წლისაა, ერთგულების ფიცი დადო პარლამენტში გამართულ ცერემონიაზე. ის იტალიის პირველი პრეზიდენტია, რომელიც მეორე ვადით აირჩიეს. მანამდე პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს მის მემკვიდრეზე შეთანხმება. საინაუგურაციო მიმართვაში, ნაპოლიტანომ პარტიებს მოუწოდა, მალე შექმნან ახალი მთავრობა - ანუ, ბოლომდე მიიყვანონ, პროცესი, რომელსაც ართულებს იტალიაში თებერვალში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგი. მას არც ერთ პარტიისათვის არ მოუტანია მნიშვნელოვანი უპირატესობა.
XS
SM
MD
LG