Accessibility links

რუსთავის ციხის თანამშრომლები ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებენ


რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოცდაათამდე თანამშრომელი გვიან ღამით ორთაჭალის საპყრობილესთან შეიკრიბა და ციხის ადმინისტრაციას ზეწოლაში და შანტაჟში დასდო ბრალი. მათი განცხადებით, ციხის ადმინიტრაცია აიძულებთ დატოვონ დაკავებული თანამდებობა. გუშინვე ოთხ თანამშრომელს სასჯეღასრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შეხვდა და პირობა მისცა, რომ სიტუაციას გაეცნობა და არცერთი თანამშრომელი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.
XS
SM
MD
LG