Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლად ფილატი ვეღარ დაიკავებს მოლდავეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს


მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვლად ფილატს არ შეუძლია ეკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, რადგან მისმა კოალიციამ მარტის კენჭისყრაზე ვერ მოიპოვა საკანონმდებლო ორგანოს ნდობა. 10 აპრილს მოლდავეთის პრეზიდენტმა ნიკოლაე ტიმოფტიმ ფილატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა და დაავალა მას მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება. თუმცა, ორშაბათს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რადგან ვლად ფილატმა თანამდებობა კორუფციის ბრალდების გამო დატოვა, ტიმოფტიმ სხვა კანდიდატი უნდა შეარჩიოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
XS
SM
MD
LG