Accessibility links

ისრაელი ასადს ქიმიური იარაღის გამოყენებაში დებს ბრალს


ისრაელის ერთ-ერთი გენერალი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის შეიარაღებული ძალები ქიმიურ იარაღს იყენებენ ქვეყანაში მიმდინარე ორწლიანი სამოქალაქო ომის დროს. როგორც ბრიგადის გენერალმა იტაი ბრუნმა სამშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ აქვს უტყუარი ცნობა, რომ მსგავსი იარაღი სირიის ჯარებმა „რამდენჯერმე გამოიყენეს ბოლო თვეების განმავლობაში.“ გენერალმა ბრუნმა პრესკონფერენციაზე სავარაუდო ქიმიური თავდასხმის მსხვერპლთა სურათები წარმოადგინა, რაც წამყვან ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ გამოყენებული იყო ზარინის გაზი.
XS
SM
MD
LG