Accessibility links

logo-print

თალიბანთან მიმდინარეობს მოლაპარაკება მძევლების გათავისუფლებაზე


ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები თალიბანის წარმომადგენლებთან სამოქალაქო შვეულმფრენის ეკიპაჟის წევრების გასათავისუფლებლად, რომელთა უმრავლესობა თურქეთის მოქალაქეები არიან. ეკიპაჟის წევრები მძევლებად აიყვანეს 21 აპრილს, როდესაც ავღანეთის აღმოსავლეთში სამოქალაქო ვერტმფრენმა იძულებითი დაშვება განახორციელა თალიბანის მიერ კონტროლირებულ ლოგარის პროვინციაში. მძევლად აყვანილთა შორის რვა თურქი ბორტმექანიკოსი, ორი რუსი პილოტი, ერთი ავღანელი და ერთიც ყირგიზია. ლოგარის პროვინციის მმართველი საბჭოს წევრის აბდულ ვალი ვაკილის თქმით, მძევლები ადგილობრივი თალიბანის მეთაური მულა სადარე აზამის ხელთ იმყოფება. არსებობს იმედია, რომ მოლაპარაკებებით მძევლებს მალე გაათავისუფლებენ.
XS
SM
MD
LG