Accessibility links

logo-print

სასამართლომ არ გაიზიარა ნავალნის თხოვნა


რუსეთის კიროვის ოლქის სასამართლომ არ დააკმაყოფილა კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ბლოგერის ალექსანდრ ნავალნის თხოვნა, რათა მათ ადვოკატებს მისცემოდათ მეტი დრო მათი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის გასაცნობად. ნავალნის პროკურატურა ბრალს დებს 510 ათასი დოლარის მითვისებაში, როდესაც ის კიროვის ხელმძღვანელად მუშაობდა. მის წინააღმდეგ აღძრული საქმე კი 28 ტომს მოიცავს. სამშაბათს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ნავალნის ადვოკატებს საკმარისი დრო ჰქონდათ საქმის გასაცნობად. ალექსანდ ნავალნი მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 36 წლის აქტივისტი, გასულ წელს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო მსვლელობების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
XS
SM
MD
LG