Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარაკეტო თავდაცვის სისტემა რუსეთსა და ნატოს შორის კვლავ უთანხმოების საგანია


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთთან მხოლოდ მცირე პროგრესს მიაღწიეს ანტისარაკეტო სისტემის საკითხის ირგვლივ. „სარაკეტო თავდაცვის სისტემა წარმოადგენს ერთ-ერთი სფეროს, რომლის ირგვლივაც ჩვენ აქტიურ, მაგრამ შეზღუდულად წარმატებულ დიალოგს ვაწარმოებთ რუსეთთან. მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ განვაგრძობთ ამ კუთხით მუშაობას. გვაქვს შესაძლებლობა ახალი ენერგია შევძინოთ ჩვენს დიალოგს და ჩვენ ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ.“ ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრაზე ყურადღების ცენტრში იყო ვითარება ავღანეთში და ევროპის ანტისარაკეტო ფარის შექმნა. კერძოდ მინისტრები იმსჯელეს 2014 წლამდე ავღანეთიდან საერთაშორისო სამხედრო ძალების გაყვანისა და ქაბულისათვის გრძელვადიანი დახმარების გეგმაზე. ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება რუსეთის როლზე, რაც ავღანეთიდან ნატოს კუთვნილი სამხედრო აღჭურვილობის გატანისათვის სატრანსპორტო მარშრუტის უზრუნველყოფასა და ავღანეთის არმიის შვეულმფრენების მიწოდებასა და პილოტების გადამზადებაში მდგომარეობს.
XS
SM
MD
LG