Accessibility links

სააკაშვილმა გააკრიტიკა ივანიშვილის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში


საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, რომ "ნუ ეთამაშება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს". როგორც მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ევროსაბჭოში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, პრემიერ-მინისტრს არ უნდა განეცხადებინა, რომ საქართველომ ბევრი შეცდომა დაუშვა აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში. "როდესაც ჩვენი არაკეთილმოსურნე დეპუტატი გეკითხება იმაზე, რომ საქართველომ ჩაიდინა აგრესია აფხაზებისა და ოსების მიმართ, ამას საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი არ უნდა პასუხობდეს იმით, რომ ჩვენ მართლაც ბევრი შეცდომები დავუშვით გასულ წლებში. ეს არ არის ის პასუხი, რომლის მოსმენაც მსოფლიოს ჩვენგან უნდა. თუ ჩვენ პოზიციებს არ დავიცავთ, ვიღა დაგვიცავს?! რომელი ნატო ჩამოვა და დადგება შენს გვერდით, რომელი ნატო ამოიღებს ხმას, ვინ გადაარჩენს საქართველოს დამოუკიდებლობას თუ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ბევრი შეცდომა დავუშვით და ასე აღარ ვიზამთ.“- განახცადა მიხეილ სააკაშვილმა. ამასთან, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს ახსენებს, რომ "კოსოვო და აფხაზეთი განსხვავდება როგორც ცა და დედამიწა".
XS
SM
MD
LG