Accessibility links

logo-print

ჰაკერებმა „ტვიტერით“ გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტზე


დღეს ჰაკერებმა გატეხეს საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ანგარიში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ და გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში, თეთრ სახლში აფეთქება მოხდა და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაჭრილია. „ასოშიეიტიდ პრესმა“ სულ რამდენიმე წუთში გაავრცელა ცნობა, რომ მის „ტვიტერში“ ჰაკერები შეიჭრნენ, რის შემდეგაც „ტვიტერმა“ სააგენტოს გვერდი გამორთო. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯეი კარნის განცხადებით, პრეზიდენტი კარგად არის. საფინანსო ბირჟებზე აქციების კურსი ცოტა ხნით დაეცა და მალევე გაიზარდა. „ტვიტერის“ მანიპულირებაზე პასუხისმგებლობა იკისრა ჯგუფმა, რომელიც თავს უწოდებს „სირიის ელექტრონულ არმიას“.
XS
SM
MD
LG