Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დროებით დაევალება მთავრობის გაძღოლა


მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იურიე ლეანკა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად წარადგინეს. მოლდავეთის პრეზიდენტმა, ნიკოლაე ტიმოფტიმ დღეს მოაწერა ხელი შესაბამის ბრძანებულებას. ეს ნაბიჯი მოჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოს ორშაბათის გადაწყვეტილებას, რომ ტიმოფტის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი ვლად ფილატი - ყოფილი პრემიერ-მინისტრი - ამ პოსტზე ვეღარ იმუშავებს, რადგან პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა მის მთავრობას. ფილატმა, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს უწოდა „პოლიტიკური გადაწყვეტილება“, რომელმაც შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს მოლდავეთზე. პარლამენტში მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს კენჭისყრა ახალ მთავრობაზე.
XS
SM
MD
LG