Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიროვის სასამართლოში ალექსეი ნავალნის საქმეზე სასამართლო სხდომა განახლდა


კიროვის სასამართლოში კრემლის კრიტიკოსსა და ცნობილ აქტივისტ ალექსეი ნავალნის საქმეზე სასამართლო რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ნავალნის ბრალად ედება 510 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ხე-ტყის მასალის ქურდობა 2009 წელს, როცა ის კიროვის ოლქის გუბერნატორის ოფისში მუშაობდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ალექსეი ნავალნის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ნავალნის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ბრალი მას პოლიტიკური მოტივით წაუყენეს და ეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მითითებით მოხდა. ნავალნის საქმეზე სასამართლო პროცესი გასულ კვირაში დაიწყო და მალევე გადაიდო ადვოკატების მოთხოვნით. მათ საქმის მასალების უკეთესად გაცნობისთვის დრო ითხოვეს.
XS
SM
MD
LG