Accessibility links

logo-print

პოლ კევინ კერტისს ბრალდება მოუხსნეს


აშშ-ში პროკურორებმა ბრალდება მოუხსნეს პოლ კევინ კერტისს, რომელსაც ბრალად ედებოდა აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის - პრეზიდენტ ბარაკ ობამასთვის რიცინის შემცველი კონვერტების გაგზავნა. ეს ინფორმაცია კერტისის მიერ მისისიპის ციხის დატოვებიდან რამდენიმე საათში გახდა ცნობილი. პროკურორებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე გამოძიებისას გამოვლინდა ახალი ინფორმაცია, რის საფუძველზეც პოლ კევინ კერტისს ბრალდება მოუხსნეს. კერტისმა განაცხადა, რომ ის პატივს სცემს პრეზიდენტ ობამას და ”არასდროს ჩაიდენს მისთვის საფრთხის შემცველ ქმედებას”. ბრალდების მოხსნის შემდეგ, კერტისს განუცხადებია - ”მე მიყვარს ჩემი ქვეყანა”.
XS
SM
MD
LG