Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს 6 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი


რუსეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბელგოროდის პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დააკავეს 22 აპრილს ჩადენილ მკვლელობებში ეჭვმიტანილი. ”იტარ-ტასის” ცნობით, სერგეი პომაზუნი დააკავეს იმ დროს, როცა ის სატვირთო მატარებლით ცდილობდა ბელგოროდის დატოვებას. გავრცელებული ინფორმაციით, მან წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს. გამოძიების მასალებით, 22 აპრილს პომაზუნი სამონადირეო მაღაზიის გაქურდვას ცდილობდა, როცა ცეცხლი გახსნა და მაღაზიის სამი თანამშრომელი მოკლა. ამის შემდეგ მან სულ ცოტა ერთი იარაღი და სხვა საბრძოლო მასალა მოიპარა, გამოვიდა მაღაზიიდან, მოკლა ორი გამვლელი - მოზარდი გოგოები, ჩაჯდა მამის კუთვნილ ”ბე-ებ-ვეს” მარკის მანქანაში, გადავიდა გზის ფეხით სავალ ნაწილზე და კიდევ ერთი გამვლელი მამაკაცი მოკლა.
XS
SM
MD
LG