Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგლადეშში შენობის ჩამონგრევამ 80-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


ბანგლადეშში, სულ ცოტა, 82 ადამიანი დაიღუპა დედაქალაქის გარეუბანში რვასართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად. შიშობენ, რომ ჯერ არ უპოვიათ ყველა მსხვერპლი. ბანგლადეშის შინაგან საქმეთა მინისტრის, მუჰიუდინ ხანის განცხადებით, შენობა, რომელშიც ტანისამოსის მწარმოებელი რამდენიმე კომპანია იყო განთავსებული და ათასობით ადამიანი მუშაობდა, უკანონოდ იყო აგებული. ასობით მეხანძრე და მაშველი ცდილობს ნანგრევებში მოყოლილთა პოვნას. ზოგი გადარჩენილი ამბობს, რომ შენობას სამშაბათს საღამოს ბზარები გაუჩნდა, რასაც ევაკუაცია მოჰყვა, მაგრამ მოგვიანებით მუშებს ისევ აიძულეს შენობაში დაბრუნება.
XS
SM
MD
LG