Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მიწისძვრა მოხდა


შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, 5,7 სიმძლავის მიწისძვრა მოხდა ავღანეთში, პაკისტანთან საზღვრის მახლობლად. მიწისძვრის ეპიცენტრი დაფიქსირდა ქალაქ ჯალალაბადის ჩრდილო-დასავლეთით, 25-მდე კილომეტრში, დედამიწის ზედაპირიდან 70 კილომეტრის სიღრმეში. როგორც იუწყებიან, ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ქაბულში და ისლამაბადში. ჯერ არ არის ცნობილი, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ მსხვერპლი და ნგრევა.
XS
SM
MD
LG