Accessibility links

logo-print

სომხეთში პატივს მიაგებენ ოსმალეთის იმპერიაში 1915 წლის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთ


ერევანში ათასობით ადამიანი შეიკრიბა პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში დახოცილი 1,5 მილიონამდე ეთნიკური სომხისათვის პატივის მისაგებად. ცერემონიაში მონაწილეობდნენ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი და სომხეთის სამოციქული ეკლესიის ხელმძღვანელი, კათოლიკოსი გარეგინ II. ერევანი გენოციდად მიიჩნევს ოსმალეთის იმპერიაში, ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიაზე, სომხების გაჟლეტას, მაგრამ თურქეთი უარყოფს ამ შეფასებას და აცხადებს, რომ კონფლიქტის დროს ბევრი თურქიც დაიღუპა და არ უარსებია ეთნიკური სომხების განადგურების მიზანმიმართულ კამპანიას.
XS
SM
MD
LG