Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მოსამართლემ უარყო ნავალნის დაცვის ყველა შუამდგომლობა


რუსეთში სასამართლომ უარყო ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაცვის ყველა შუამდგომლობა. დღეს, ქალაქ კიროვის სასამართლოში, მოსამართლე სერგეი ბლინოვმა უარყო შუადმგომლობა საკუთარი თავისთვის აცილების მიცემის შესახებ. ამ შუამდგომლობის მიზეზად ნავალნის ადვოკატმა დაასახელა დაეჭვება მოსამართლის მიუკერძოებლობით და დამოუკიდებლობით. მანამდე მოსამართლემ ასევე უარყო შუამდგომლობა ნავალნის საქმის გამომძიებლებისათვის დაბრუნების და შუამდგომლობა პროცესის გადადების შესახებ. ამის შემდეგ კიროვის სასამართლო შეუდგა ბრალდების მხარის მოსმენას. ალექსეი ნავალნიმ სასამართლოს დარბაზში გამოთქვა რწმენა, რომ პროცესის მიზანია პოლიტიკური ასპარეზიდან მისი ჩამოშორება: „ეს საქმე, აბსოლუტურად, პოლიტიკურად არის მოტივირებული, ის შეთითხნილია! დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესის მსვლელობაში ჩემი უდნაშაულობა დამტკიცდება. ეს უდანაშაულობა ცხადი გახდება ყველასთვის - იმის მიუხედავად, თუ რა განაჩენს გამოიტანენ“, განაცხადა სასამართლოში ალექსეი ნავალნიმ, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი აქტიური ოპონენტია. მას ადანაშაულებენ საწარმო „კიროვლესის“ კუთვნილი, 510 000 დოლარის ღირებულების მასალის მითვისებაში. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ნავალნის 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
XS
SM
MD
LG