Accessibility links

logo-print

რიჩარდ ნორლანდი "იზვესტიაში" გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებაზე უარს ამბობს


საქართველოში აშშ-ის ელჩი ბოსტონში მომხდარი აფეთქების შესახებ სერიოზული ინფორმაციის მქონე ადამიანებს ურჩევს, ეს ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდონ. რიჩარდ ნორლანდმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”იზვესტიაში” გამოქვეყნებულ სტატიაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. "აშშ-ში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი უდანაშაულო სპორტსმენი და დაიჭრა ასობით ადამიანი. ამ ფაქტზე საერთაშორისო თანამშრომლობით მიმდინარეობს ძალიან სერიოზული გამოძიება და თუ ვინმეს აქვს რაიმე სერიოზული ინფორმაცია, ვფიქრობ, ის უნდა წარუდგინოს გამოძიებაში ჩართულ სტრუქტურებს," აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
XS
SM
MD
LG