Accessibility links

logo-print

მარიხუანის განზრახ შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე გაათავისუფლეს


პროკურატურამ საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და დაკავებული ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე აღკვეთის ზომის მოთხოვნის გარეშე გაათავისუფლა. ამასთან, ადვოკატი გაგი მოსიაშვილი განმარტავს, რომ გათავისუფლების მიუხედავად აბსანძე ოფიციალურადაა ბრალდებული ნარკოტიკების განზრახ შეძენა-შენახვაში. გამოცემა ”ლიბერალის” ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე სამართალდამცავებმა წუხელ დააკავეს, მას შემდეგ რაც მეგობრისგან საფრანგეთიდან მიღებულ ამანათში მარიხუანა აღმოჩნდა. ადვოკატის ცნობით, აბსანძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისთვის ამანათის შემცველობა უცნობი იყო.
XS
SM
MD
LG