Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში გაიმართა მაია ფანჯიკიძის და ჯონ კერის შეხვედრა


დღეს ბრიუსელში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ჯონ კერისთან ისაუბრეს ყველა თემაზე, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას შეეხება. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ჯონ კერი დაინტერესდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროგრესით, რომელიც მინისტრის თქმით, სახელმწიფო მდივანმა ძალიან მაღალ დონეზე შეაფასა. მაია ფანჯიკიძემ ჯონ კერი საქართველოში მიიწვია, რაზეც თანხმობა მიიღო. საგარეო საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო მდივნის დღევანდელ შეხვედრას დაეწრო საქართველოს ახალი ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე.
XS
SM
MD
LG