Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა


ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა ძლიერ მიწისძვრას, რომლის სიმძლავრეც, აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, 5,7 იყო. ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის ცნობით, აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში „წითელი ნახევარმთვარის“ ხელმძღვანელმა ნანგიალაი იუფზაიმ განაცხადა, რომ ნანგარჰარში 12 ადამიანი დაიღუპა. ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. მიწისძვრა მოხდა პაკისტანთან საზღვრის მახლობლად. როგორც იუწყებიან, ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა როგორც ავღანეთის, ისე პაკისტანის დედაქალაქებშიც.
XS
SM
MD
LG