Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ დღეს ბრიუსელში უმასპინძლა შეხვედრას, რომელშიც ავღანეთის პრეზიდენტი და პაკისტანელი მაღალი რანგის ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა ქაბულსა და ისლამაბადს შორის საზღვრის საკითხისა და სამშვიდობო პროცესის გარშემო უთანხმოებით გამოწვეული დაძაბულობის განმუხტვას. კარზაიმ „მნიშვნელოვანი“ უწოდა შეხვედრას, რომელშიც პაკისტანის არმიის სარდალი, გენერალ აშფიკ კაიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯალილ ჯილანი მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG