Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 25 ადამიანი შეიწირა მიწისძვრამ და წყალმოვარდნებმა


ავღანეთში, სულ ცოტა, 25 ადამიანი დაიღუპა ძლიერი მიწისძვრისა და წყალმოვარდნების შედეგად. მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე 5,7-ს აღწევდა, აღმოსავლეთ ავღანეთში, პაკისტანთან საზღვრის მახლობლად მოხდა. ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის ცნობით, ნანგარჰარის პროვინციაში „წითელი ნახევარმთვარის“ ხელმძღვანელმა ნანგიალაი იუფზაიმ განაცხადა, რომ ამ პროვინციაში 12 ადამიანი დაიღუპა. ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. იუწყებიან აგრეთვე, რომ ოთხშაბათს 13 ადამიანი შეიწირა ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა წყალმოვარდნებმა ჩრდილოეთში მდებარე ბალხის პროვინციაში. დაკარგულად ითვლება, სულ ცოტა, ხუთი კაცი. ძლიერმა წვიმებმა წყალმოვარდნები გამოიწვია მეზობელ სარი პულის პროვინციაშიც. იქიდან არაფერს იუწყებიან მსხვერპლის შესახებ.
XS
SM
MD
LG