Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: ავღანეთის და პაკისტანის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკება ნაყოფიერი იყო


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი „ნაყოფიერს“ უწოდებს ბრიუსელში გამართულ შეხვედრას ავღანეთის პრეზიდენტს, ჰამიდ კარზაის და პაკისტანის მაღალჩინოსნებს შორის, რომელსაც მან უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ კერიმ განაცხადა: „ფართომასშტაბიანი და, ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, ნაყოფიერი და კონსტრუქციული დიალოგი გავმართეთო“. თუმცა მან იქვე დასძინა - ყველანი შევთანხმდით, რომ მთავარი მაინც შედეგები იქნება და არა პრეს-კონფერენციებზე გაკეთებული განცხადებებიო. კარზაი შეხვდა პაკისტანის არმიის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს. საუბარი, რომელიც დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა, მიზნად ისახავდა ქაბულსა და ისლამაბადს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას. ქაბული პაკისტანის მიმართ სულ უფრო მეტ საყვედურს გამოთქვამს - აცხადებს, რომ ისლამაბადი არ ასრულებს თალიბანთან შერიგების შესახებ დადებულ პირობებს. ავღანეთი უკვე დიდი ხანია პაკისტანს ბრალს სდებს ავღანელი ექსტრემისტებისთვის თავშესაფრის მიცემაში მის ტერიტორიაზე. პაკისტანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG