Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საქართველოს ბანკის” საინკასაციო სამსახური გაიფიცა


დღეს გაიფიცნენ საქართველოს ბანკის" თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები - სულ 80-მდე ადამიანი. საინკასაციო სამსახურის წარმომადგენლები ბანკში დაცვის პოლიციის შესვლის გამო შრომითი პირობების მოსალოდნელ გაუარესებას აპროტესტებენ. "საქართველოს ბანკმა" ინკასაციის სამსახურთან დაკავშირებით განცხადება 23 აპრილს გაავრცელა. ბანკი განცხადებაში ამ სამსახურის დაცვის პოლიციისთვის გადაცემას უსაფრთხოების მეტი გარანტიებით ხსნის.
XS
SM
MD
LG