Accessibility links

სერბიის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტისათვის


სერბიის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა ბოდიში მოიხადა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში მისი ქვეყნის მიერ შესრულებული როლისთვის. ბოსნიის ომის დროს, 1995 წელს, სრებრენიცაში 8000-მდე მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს. ბოსნიის სახელმწიფო ტელევიზიისათვის ჩაწერილ მიმართვაში, ნიკოლიჩი ამბობს, რომ „იჩოქებს და სერბიისათვის პატიებას ითხოვს“. ნიკოლიჩის მიმართვის ნაწილი ვიდეოპორტალ „იუტიუბზე“ გამოქვეყნდა. ნიკოლიჩს 23 აპრილს, მასთან ბელგრადში შეხვედრისას მოუწოდა ბოსნიელი მუსლიმების ლიდერმა, ბაკირ იზეტბეგოვიჩმა, რომ „თვალი გაუსწოროს“ სრებრენიცას, რათა ორივე ქვეყანამ მომავლისაკენ გადადგას ნაბიჯი. მეზობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესება არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც სერბიას უყენებენ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ორშაბათს სერბიის მთავრობა დათანხმდა ევროკავშირის შუამავლობით მომზადებულ შეთანხმებას კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე.
XS
SM
MD
LG