Accessibility links

ნავალნი აცხადებს, რომ მოწმემ მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა


რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ალექსეი ნავალნი, რომელსაც ბრალად ედება კომპანია „კიროვლესის“ კუთვნილი ქონების მიტაცება, აცხადებს, რომ მოწმემ მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს. ნავალნის აზრით, მოწმე ვიაჩესლავ ოპალიოვი, კომპანია „კიროვლესის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ასე მოიქცა იმის სანაცლოდ, რომ დაიხუროს თვითონ ოპალიოვის წინააღმდეგ აღძრული საქმე. ოპალიოვი აცხადებს, რომ ნავალნის საქმიანობამ 2009 წელს, კიროვის ოლქის გუბერნატორის მრჩევლად მუშაობისას, ზიანი მიაყენა კომპანია „კიროვლესს“. ქალაქ კიროვის სასამართლომ სამი დღის წინ დაიწყო ნავალნის საქმის განხილვა. დღეს ოპალიოვი დაკითხა თვითონ ნავალნიმაც, რომელიც პროფესიით იურისტია. ოპალიოვს დეკემბერში შეეფარდა პირობითი სასჯელი მას შემდეგ, რაც თავი დამნაშავედ ცნო ნავალნისთან გარიგებაში. ალექსეი ნავალნი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი აქტიური ოპონენტია, პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG