Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინს იმედი აქვს, რომ აშშ და რუსეთი უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ ბოსტონის მარათონზე 15 აპრილს მოწყობილი აფეთქებების შემდეგ, აშშ და რუსეთი უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში. პუტინი ამ საკითხს შეეხო პროგრამაში „პირდაპირი ხაზი პრეზიდენტთან“, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცა რუსეთის რამდენიმე ტელეარხმა. როგორც იუწყებიან პროგრამის სატელეფონო ცენტრის ინფორმაციაზე მითითებით, ხუთშაბათს პუტინის სახელზე შევიდა მილიონზე მეტი სატელეფონო, ან წერილობითი მიმართვა. შეკითხვები, ძირითადად, ეხებოდა სოციალურ თემებს - ხელფასებს, პენსიებს, ჯანდაცვას. ამასთან, კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართული ამ პროგრამის მსვლელობაში, მეტი ინტერესი ჩანდა რუსი ოპოზიციონერების მიმართ. პუტინს შეკითხვა დაუსვეს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გასამართლებაზეც - პრეზიდენტმა პასუხად განაცხადა, რომ რუსეთში პოლიტიკური ნიშნით არავის ასამართლებენ და საზოგადოება არ დაუშვებდა სტალინიზმის დაბრუნებას.
XS
SM
MD
LG