Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი დალასში დაესწრო ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნას


საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, დალასში დაესწრო ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნას. მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჯორჯ ბუშმა ”სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილიც ახსენა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გვარის სწორად წარმოთქმა ისწავლა.” ამავე წყაროს ცნობით, ”საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენსაც შეხვდა, მათ ერთად ივახშმეს და ისაუბრეს ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობასა და ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე.”
XS
SM
MD
LG