Accessibility links

logo-print

პაკისტანში მსხვერპლი მოჰყვა პოლიციის შენობაზე თავდასხმას


პაკისტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, რამდენიმე ადამიანი მოკლეს ექსტრემისტებმა, რომლებიც თავს დაესხნენ პოლიციის შენობას ხიბერ-პახტუნხვის პროვინციაში. ეს რეგიონი ავღანეთს ესაზღვრება. ჩვენი რადიოს პაკისტანური სამსახურის ცნობით, რომელიც მან პოლიციის წარმომადგენლისაგან მოიპოვა, შეტაკების შედეგად დაიღუპნენ ოთხი ექსტრემისტი და ორი პოლიციელი. ამავე წყაროს ცნობით, დაკავებულია ორი ექსტრემისტი და ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. როგორც იუწყებიან, ხიბერ-პახტუნხვაში ძლიერი პოზიცია აქვს თალიბანს.
XS
SM
MD
LG