Accessibility links

logo-print

გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობას აქვს ეკონომიკის განვითარების პოლიტიკა და შესაბამის გეგმას მიჰყვება


ნამდვილად არ გვჭირდება იმის შეხსენება, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობა უნდა დავაჩქაროთ - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის კონცეფციის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან ყოფილი მმართველი პარტიის ამ მოწოდებას ”ღია კარის მტვრევა” უწოდა და განმარტა, რომ მთავრობა ყოველდღიურადაა დაკავებული, რათა ევროკავშირთან შეთანხმებაზე მუშაობა წელს დასრულდეს. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას გადასახდების შემცირების შესახებ, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ისედაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადია და მისი კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში ბევრი სოციალური ხარჯი დაუფინანსებელი დარჩება. "ნაციონალურ მოძრაობას 9 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკაში გარდატეხა მოეხდინა, მაგრამ სამწუხაროდ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მისი პოლიტიკა ვერ იყო ისეთი, რომელიც ქვეყანას გამოადგებოდა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ეკონომიკის განვითარების პოლიტიკა და შესაბამის გეგმას მიჰყვება.
XS
SM
MD
LG