Accessibility links

ქურთი მეამბოხეები თურქეთში მოქმედების შეწყვეტას აპირებენ


ქურთი მეამბოხეები აცხადებენ, რომ 5 მაისიდან დატოვებენ თურქეთს. „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ დაახლოებული წყარო, ვებსაიტი „ფირატ ნიუსი“ ავრცელებს მეამბოხეების ამჟამინდელი ლიდერის, მურატ კარაილანის განცხადებას, რომ „გასვლა დაგეგმილია ეტაპობრივად, ჯგუფებად“ და მიზნად არის დასახული ამ პროცესის, რაც შეიძლება, მოკლე დროში დასრულება. კარაილანმა თურქეთი გააფრთხილა, ნუ მოაწყობს თავდასხმებს მეამბოხეებზე, მათი უკან დახევისას - წინააღმდეგ შემთხვევაში ქურთისტანის მუშათა პარტია მას იერიშებით უპასუხებს. თურქეთიდან გასვლის შესახებ ამ განცხადების ფონია ანკარასა და „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ (PKK-ს) სამშვიდობო ძალისხმევა. მეამბოხეების დაპატიმრებულმა ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა მარტში ზავი გამოაცხადა. ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი არ არის, აპირებს თუ არა „ქურთისტანის მუშათა პარტია“ იარაღის დაყრას. ამ ჯგუფმა, რომელიც თურქეთში აკრძალულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, 1984 წელს დაიწყო ბრძოლა ქურთისტანის დამოუკიდებლობისათვის. კონფლიქტმა 40 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG