Accessibility links

ორი ქართველი ძიუდოისტი ევროპის ჩემპიონი გახდა


ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 66 კგ წონით კატეგორიაში მოუტანა. პირველი ოქრო ამირან პაპინაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტებს ევროპის ჩემპიონობა საქართველოს პრეზიდენტმა "ფეისბუქის" საშულებით მიულოცა. ლაშა შავდათუაშვილმა და ამირან პაპინაშვილმა საქართველოს კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქეს, - აღნიშნავს მილოცვის ტექსტში მიხეილ სააკაშვილი.
XS
SM
MD
LG