Accessibility links

logo-print

მაიკლ ბლუმბერგის თანახმად ბოსტონის შემდეგ სამიზნე ნიუ იორკი იყო


ნიუ იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი აცხადებს, რომ ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილებს განზრახული ჰქონდათ, რომ დარჩენილი ასაფეთქებელი საშუალებები ტაიმს სკვერში აეფეთქებინათ. ამის თაობაზე ბლუმბერგმა ხუთშაბათს ნიო იორკის პოლიციის კომისარ რაიმონ კელისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბლუმბერგის თანახმად ცოცხლად გადარჩენილმა ჯოხარ ცარნაევმა საავადმყოფოში თავად უამბო გამომძიებლებს, რომ მან და მისმა ძმამ მოითათბირეს ნიუ იორკში წასვლა და აფეთქების მოწყობა. ბლუმბერგის თქმით, ეს იყო ძმების სპონტანური გადაწყვეტილება. ჯოხარ ცარნაევის უფროსი ძმა ტამერლანი პოლიციასთან შეტაკების დროს დაიღუპა. ბოსტონში 15 აპრილს მოწყობილ ტერაქტში სამი კაცი დაიღუპა და 260 - დაიჭრა.
XS
SM
MD
LG