Accessibility links

logo-print

აშშ-ში სიკვდილით დასაჯეს მკვლელობაში მსჯავრდებული


ტეხასში, ჰანტსვილის ციხეში სიკვდილით დასაჯეს 2002 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის მსჯავრდებული რიჩარდ ქობი. მას სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს. ქობმა თავის თანამზრახველთან (ის 2012 წელს დასაჯეს სიკვდილით) ერთად მაღაზია გაქურდა და გაიტაცა ერთი კაცი და ორი ქალი. კაცი მოკლეს, ერთ-ერთი ქალი გააუპატიურეს და შემდეგ ორივე ქალის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ქალები სიკვდილს გადარჩნენ. სიკვდილით დასჯის წინ ქობს უთქვამს - ”სიცოცხლე სიკვდილია, სიკვდილი სიცოცხლეა”.
XS
SM
MD
LG