Accessibility links

logo-print

რუსმა ლგბტ აქტივისტმა ელექსეი კისელიოვმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო ესპანეთში


სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის მებრძოლმა რუსმა აქტივისტმა ელექსეი კისელიოვმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო ესპანეთში. მისი აზრით, რუსეთში მას სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებოდა 2012 წლის 6 მაისს მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე მომხდარ მასობრივ არეულობებთან დაკავშირებით. როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება ლგბტ-თანამეგობრობის ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკოლაი ალექსეევზე დაყრდნობით, კისელიოვს თავშესაფარი უპრეცედენტოდ სწრაფად მიანიჭეს და აქტივისტმა უკვე მიიღო ქვეყანაში ხუთი წლით ცხოვრებისთვის საჭირო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი, როგორც ლტოლვილის სტატუსს. ამავე დროს „ინტერფაქსი“ იტყობინება, რომ არ არსებობს არავითარი ცნობა კისელიოვის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის აღძვრის თაობაზე.
XS
SM
MD
LG