Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა


ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ. მისი განცხადებით, 37 წლის მსჯავრდებულმა, რომელიც ჩართული იყო "მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის მკურნალობის" პროგრამაში, თავი შეუძლოდ იგრძნო 14 აპრილს ღამით და სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ზოგიერთი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის დაწესებულებაში მყოფი პატიმარი ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა. თავის მხრივ, სამინისტრო აცხადებს, რომ ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და საგამოძიებო დეპარტამენტი ელოდება დასკვნას მსჯავრდებულის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის შესახებ.
XS
SM
MD
LG