Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: სირიის მიმართ ბრალდებას ენერგიულად გამოვიძიებთ


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, პირობა დადო, რომ ენერგიულად გამოძიებენ ცნობებს, თითქოს სირიის ძალებს ქიმიური იარაღი გამოეყენებინოთ. ამის თაობაზე ობამამ ვაშინგტონში განაცხადა. იქვე მან თქვა, რომ თუ დადასტურდა ეს ცნობა, ქიმიური იარაღის გამოყენების შესეახებ, „თამაშის წესები“ შეიცვლებაო. ეს ობამამ იორდანიის მეფესთან, აბდულა მეორესთან შეხვედრის დროს განაცხადა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-ის ხელისუფლებას აქვს გარკვეული საბუთი დაზვერვისგან, რომ ქიმიური იარაღი მოქალაქეთა მიმართ გამოიყენეს. ეს წინსწარი შეფასებაა, თქვა მან. ადრე ობამამ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება "წითელი ხაზის" გადალახვა იქნებოდა, და მას აშშ-ის დაუყოვნებელი პასუხი მოჰყვებოდა.
XS
SM
MD
LG