Accessibility links

logo-print

მოსკოვის მეჩეთში პოლიციამ მასობრივი დაპატიმრება მოაწყო


რუსეთის პოლიციამ და უშიშროების ძალებმა 140 ადამიანი დააკავა მოსკოვში, მეჩეთში, პარასკევის ლოცვის შემდეგ. უშიშროების ფედერალური უწყების განცხადებით, რომელსაც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ, ისლამური კულტურის ცენტრში, დორულ არყომში დაკავებულთა შორის 30 პირი უცხოეთის დაუდგენელი ქვეყნიდანაა. რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის თანახმად, დაკავებულთა უმეტესობა არიან ტაჯიკები, რომლებიც წაიყვანეს პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში. ერთ-ერთ განყოფილებაში დაკავებული 25 პირიდან, რვა მოგვიანებით გამოუშვეს. იქ დარჩენილებმა ჩვენს კორესპონდენტს აცნობეს, რომ ისინი დაკავებული არიან ბრალდების გარეშე.
XS
SM
MD
LG