Accessibility links

logo-print

აშშ-ში გაიმართა მიხეილ სააკაშვილისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა


პარასკევს საღამოს ამერიკის შეერთებული შტატების არიზონის შტატის ქალაქ სედონაში გამართულ ფორუმზე შედგა შეხვედრა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ქვეყანაში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მომავალზე. ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდა, კონსტრუქციულად ითანამშრომლონ, რათა საქართველოს წინსვლის გზაზე შენარჩუნებულ იქნეს დადებითი იმპულსი. ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ძლიერ და მყარ ვალდებულებებს საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წლებში ორი ქვეყნის პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
XS
SM
MD
LG